საქართველო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატებისგან სამართლიან და ობიექტურ შეფასებას ითხოვს
საქართველო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატებისგან სამართლიან და ობიექტურ შეფასებას ითხოვს. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო თვითმმართველობის არჩევნები და ოთხ ოქტომბერს ქუჩაში განვითარებული მოვლენები. საუბარი შეეხო, საერთაშორისო თანამეგობრობისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან გამოხმაურებებსაც. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, გამოხმაურებები არასწორად ასახავს განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმებს და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით.
