ოთხ ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაულში მონაწილე 13 ადამიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ოთხ ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაულში მონაწილე 13 ადამიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. სულ 15 ადამიანია იდენტიფიცირებული, მათგან 2 მიმალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპოლიციო უწყება განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა მოქალაქეების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
