ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ორი დღის წინ „ნიუიორკ ტაიმსში“ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჟურნალისტ ფილიპ შიშკინისთვის დაკვეთილ სტატიაზე წერს. თეიმურაზ წიქვაძე აღნიშნავს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახული და უაპელაციოდ გაზიარებულია მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ეს სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ „ნიუიორკ ტაიმსი“ ისევე, როგორც „გარდიანი“ მოქმედებენ როგორც ანგაჟირებული მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ მოპარული აქტივების ხარჯზე.
