დაფინანსებული რადიკალიზმი აშშ-ში
არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის საწინააღმდეგო პროტესტი ამერიკის ორ შტატში კვლავ სამართალდამცველებთან დაპირისპირებით მიმდინარეობს. პორტლენდსა და ორეგონში, ფედერალური ოფიცრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის გამო, ათობით აქტივისტია დაკავებული. ტრამპის ადმინისტრაცია დემონსტრანტებს, დაფინანსებულ რადიკალ მემარცხენე აგიტატორებს უწოდებს. გამოძიების ფედერალური ბიურო კი გასამართლებით ემუქრება ყველას, ვინც სამართალდამცველს შეეხება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
