კითხვები გიორგი ქადაგიძესთან
საბოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედება - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან, გამოძიებას კითხვები იმ თანხებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის აქციებისას ერთ-ერთ ფონდში რიცხავდა, ასევე იმ ფეისბუქ პოსტებზე, რომელშიც გამოძიების თქმით, ქადაგიძე ხელისუფლების დამხობასა და სისტემის ჩამოშლაზე საუბრობდა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
