სპეკულაცია რიცხვებით
ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი ამბოხისა და თვითმმართველობის არჩევნებში სრული კრახის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები თავს “ქართული ოცნების” შედეგის დაკნინებით იმშვიდებენ. დედაქალაქის მესამედ არჩეული მერი კი, მათ არითმეტიკის ცოდნას უწუნებს. პროცენტებით მანიპულატორები არც სახელისუფლებო პარტიის მილიონ 105 ათას 716 მხარდამჭერს აღიარებენ და არც კალაძის 71 პროცენტს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვისაც ამ შედეგის დაკნინება სურს, ის საკუთარ თავს ატყუებს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
