თბილისის მერია მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს
თბილისის მერია მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს- ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. 4 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დედაქალაქში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურა დაზიანდა,. გამოძიება უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მერიის ჩართულობით ზარალი უკვე აღწერილია.
