ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის კომისრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლა დროა ევრობიუროკრატებმა ბოდიში მოიხადონ მათი პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელმაც ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ევროკავშირის კომისრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხიანება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.