სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი გეგმა აღკვეთა
აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. დამზადებული იყო დეტონატორის პულტიც. საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. საბრძოლო მასალის გამოყენებით კი, ოთხ ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სუსმა ეს საფრთხე გაანეიტრალა. უწყებამ შეძლო იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავა. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე სუსის განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილების გამოტოვებით ცდილობს ამტკიცოს, რომ მიმდინარე გამოძიება აბსურდულია.
