ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის დაკავებულები იზოლატორში იმყოფებიან
მათ უკვე შეხვდნენ ადვოკატები. პაატა ბურჭულაძის უფლებადამცველი ბრალდებულის კონკრეტულ პოზიციაზე არ საუბრობს, ბრალს არ აღიარებს ირაკლი ნადირაძე, რაც შეეხება ლაშა ბერიძის, მისი ადვოკატი ამბობს რომ მას ბერიძემ მედიასთან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი აუკრძალა. მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის ადვოკატი კი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს
