გლდანის რაიონში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავტოფარეხები დაანგრიეს და რვა ათას კვადრატულ მეტრზე სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავტოფარეხები დაანგრიეს და რვა ათას კვადრატულ მეტრზე სკვერი მოეწყო. სრულად განახლდა ტერიტორია. გაკეთდა ველო და საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე ბავშვთა გასართობი ზონა. ჩატარდა გამწვანების სამუშაო.
