ყალბი დოკუმენტის დამზადება შენახვა-გასაღება და გამოყენება - დაკავებულია თურქეთის სამი მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით , სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს , მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.
