შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ბათუმში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ბათუმში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 91 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
