შს სამინისტრო სწავლობს ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ გამოუგზავნეს და სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს
შს სამინისტრო სწავლობს ჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ გამოუგზავნეს და სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს. გუშინ მას შემდეგ, რაც აღნიშნული აუდიოფაილი მეორედაც გამოიგზავნა და დავრწმუნდით, რომ ის თითქმის ყველა მედიასაშუალებას დაეგზავნა, ტელეკომპანიამ მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა.
