დამხობის მცდელობის ორგანიზატორებთან ერთად, ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებს აკისრებს პრეზიდენტი და ხელისუფლება
დამხობის მცდელობის ორგანიზატორებთან ერთად, ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებს აკისრებს პრეზიდენტი და ხელისუფლება. შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ. ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება კი არავის შერჩება. როგორც აცხადებენ, სამწუხაროა, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. მათი პატრონები კი სდუმან და გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავადაც უნდა გრძნობდნენ. რადიკალების უცხოელი პატრონები, დამხობისკენ მოწოდებებს, სოციალური ქსელებიდან მხარდამჭერ პოსტებს უძღვნიდნენ.
