შალვა პაპუაშვილის განცხადება
ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა, სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა. საქართველო კი გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას.