პრემიერი: ხელისუფლებას მოძალადეების იდენტიფიცირების დიდი რესურსი აქვს და დაუსჯელი არავინ დარჩება
ხელისუფლებას მოძალადეების იდენტიფიცირების დიდი რესურსი აქვს და დაუსჯელი არავინ დარჩება. პრემიერის განცხადებით, აქციაზე ყველა დამხობის მცდელობისთვის მივიდა, თუმცა მოგვიანებით, ჩავარდნილ გეგმას სამარცხვინოდ გაემიჯნენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობას საკადრისი პასუხი გაეცა. ირაკლი კობახიძის განცხადებით აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე და შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სხვა ჯგუფებს კი სხვა მიმართულებით ემოქმედათ. ბრიფინგზე პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა, ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, როგორც აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ხმების რეკორდული მაჩვენებელი მიიღო. ზოგადად კი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია ქვეყანაში.
