პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა და არჩევნების პარალელურად აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა
პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა და არჩევნების პარალელურად აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ვანდალური ფაქტები და მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში იხილა. ქართველი ხალხი კი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, რაც კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით. პრეზიდენტმა, 2003 წლის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ გარე დაკვეთით მოხდა ცვლილებები და სამწუხაროდ, მაშინ ხელისუფლებაში აგენტურა, დაკვეთებით მართული ხელისუფლება მივიღეთ.
