საფრანგეთის ლიგა 2-ის მეცხრე ტურში „სენტ ეტიენმა“ „მონპელიე“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მეცხრე ტურში „სენტ ეტიენმა“ „მონპელიე“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრების წევრმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნა, ხოლო 20 წუთში მეორედ გაიტანა. დავითაშვილი 87-ე წუთზე შეცვალეს. ზურიკოს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, 8 მატჩში, 4 გოლი აქვს გატანილი. ქართველის გუნდი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 20 ქულით მეორე ადგილზეა ხოლო მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, „ლე მანს“ უმასპინძლებს.
