ლა ლიგის მერვე ტურში „რეალმა“ „ვილიარეალი“ 3-1 დაამარცხა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ კარგი თამაში ჩაატარა
ლა ლიგის მერვე ტურში „რეალმა“ „ვილიარეალი“ 3-1 დაამარცხა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ კარგი თამაში ჩაატარა. მარსელინომ ქართველი ფეხბურთელი თამაშში 46-ე წუთიდან ჩართო, რომელიც მოედანზე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. მიქაუტაძემ 73-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და ტიბო კურტუა უშანსოდ დატოვა. „რეალიდან“ დუბლი ვინისიუსმა შეასრულა, ხოლო კილიამ მბაპემ საბოლოო შედეგოი დააფიქსირა. გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს.
