ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა 34,5%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და 200-მანდატიან პარლამენტში 80 ადგილს დაიკავებს. ბაბიშმა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ კოალიციის შექმნა მოუწევს. როგორც თავად განაცხადა, ის ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, საკანონმდებლო ორგანოში შესულ პარტიებთან „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ და „ავტომობილისტები თავისთვის“.
