საქართველოს პროკურატურაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი უკვე გამოკითხეს
საქართველოს პროკურატურაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი უკვე გამოკითხეს, ამ წუთებში კი უწყებაში ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარებს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებს, შეასხეს წიწაკის სპრეი და ფიზიკური ხელშეშლის გზით, უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში.
