„ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ
„ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში. მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ შეძლო აგენტურის დამარცხება, რომელიც თანამედროვე დაპყრობის მეთოდია და რომლის საშუალებით ბევრმა ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ ბოროტი ძალა უმაგრებს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“.
