ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, 81%-ზე მეტი მიიღო. ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არც ერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.
