დამხობის მცდელობის ორგანიზატორებთან ერთად, ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას პრემიერი გარე აქტორებს აკისრებს
დამხობის მცდელობის ორგანიზატორებთან ერთად, ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას პრემიერი გარე აქტორებს აკისრებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი სდუმან და გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავადაც უნდა გრძნობდნენ. რადიკალების უცხოელი პატრონები, დამხობისკენ მოწოდებებს, სოციალური ქსელებიდან მხარდამჭერ პოსტებს უძღვნიდნენ. ძალადობის მხარდამჭერებს შორის არიან: ანა ფოტიგა, მაია სანდუ, ჟიგიმანტას პავილიონისი, რასა იუკნევიჩიანე, მიხეილ როთი, ლაურინას ლასჩიუნასი, მარკო მიკელსონი, იურგენ ნაუდიტი, ნატალი ლუაზო და პაველ კლატუშკო.
