ირაკლი კობახიძის განცხადება
ხელისუფლებას მოძალადეების იდენტიფიცირების დიდი რესურსი აქვს და დაუსჯელი არავინ დარჩება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციაზე ყველა დამხობის მცდელობისთვის მივიდა, თუმცა მოგვიანებით, ჩავარდნილ გეგმას სამარცხვინოდ გაემიჯნენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობას საკადრისი პასუხი გაეცა. მისივე განცხადებით აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე და შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სხვა ჯგუფებს კი სხვა მიმართულებით ემოქმედათ.
