ქობულეთში „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
ქობულეთში „ქართული ოცნებამ" გაიმარჯვა - წინასწარი შედეგებით 92.30 პროცენტის მხარდაჭერა მმართველი პარტიის კანდიდატმა, ირაკლი ცეცხლაძემ მიიღო. საკუთარი არჩევანი ქობულეთში 31 ათას 585 ამომრჩეველმა გააკეთა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ამ ეტაპზე არაა დაფიქსირებული. რაც შეეხება საკრებულოს შემადგენლობას, უმრავლესობა "ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ეყოლება. მმართველმა პარტიამ მოიგო 22-ვე მაჟორიტარული ოლქი
