რადიკალების ვერ შემდგარი რევოლუცია
რადიკალების ვერ შემდგარი რევოლუცია. მას შემდეგ რაც, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის დაწყება გამოაცხადა, ნაცმოძრაობის წევრმა მურთაზ ზოდელავამ შეკრებილებს მოუწოდა, გადასულიყვნენ ათონელის ქუჩაზე და პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩაებარებინათ. ძალადობრივი მოწოდების შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა ძალის გამოყენებით მოგლიჯეს ღობე და საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. ცეცხლი წაუკიდეს ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურას, ამოთხარეს ქვები, მოგლიჯეს ბოძები, დააზიანეს ავტომობილები, ჩახერგეს გზები. სამართალდამცველებმა კი გაფრთხილების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეი გამოიყენეს
