საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათი რჩება
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათი რჩება. მოქალაქეები საკუთარ პოზიციას დილის 8 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, 3 061 უბანზე ამ დრომდე აფიქსირებენ. საქართველოს მოქალაქეები, 64 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევანს მერობის კანდიდატებს, მაჟორიტარებსა და პროპორციული სიით წარდგენილ პარტიებს შორის ირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბნიდან, 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონულია, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო და ზუსტად საღამოს 8 საათზე დასრულდება.
