აგილ მუსტაფაევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარნეულის მე-7 სკოლაში არსებული საარჩევნო მერვე უბანი ბალანსის ცდომილების გამო დაიხურა, სიცრუე აღმოჩნდა
მარნეულში, პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრისა და პარტიის რეგიონული წარმომადგენლის, აგილ მუსტაფაევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარნეულის მე-7 სკოლაში არსებული საარჩევნო მერვე უბანი ბალანსის ცდომილების გამო დაიხურა, სიცრუე აღმოჩნდა. აგილ მუსტაფაევი, ტყუილში საარჩევნო უბანზე მყოფმა „ლელოს“ წარმომაფგენელმა თავად ამხილა. როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას მან აღნიშნა, საარჩევნო უბანზე დილის 8 საათიდან ხმის მიცემის პროცესი უწყვეტად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. „ლელოს“ მხრიდან პროვოკაციებზე ისაუბრა ზაურ დარგალმა.
