აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმერეთის რეგიონს ესტუმრა
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის წევრები და „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი ამ დროისთვის ვანში იმყოფებიან და იქ ჩასახლებული, დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობიან. მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით პრობლემური საკითხების ეტაპობრივად მოგვარებაზე ესაუბრა.
