ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
დაწესებულებაში სრულად გარემონტდა სასწრაფო დახმარების, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკი. განახლებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
