დიმიტრი გვრიტიშვილი ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებლურ წინასაარჩევნო კამპანიად მოიხსენიებს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებლურ წინასაარჩევნო კამპანიად მოიხსენიებს. დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ ალავიძე, სასამართლო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ და შეურიგებელ კრიტიკოსად გამოვლინდა. თუმცა, მისი მოსამართლეობის პერიოდში, როგორც სტატუსშია ხაზგასმული, იგი არ გამოხატავდა უკმაყოფილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა ალავიძის ძველი განცხადებები, როცა ის საჯაროდ ამტკიცებდა, რომ არასდროს განუცდია წნეხი. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, არჩევნების წინ ალავიძეს პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავება, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის აწევის მიზნით.
