თბილისში გამართული შერეული ორთაბრძოლების მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენებმა 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს
გუშინ ფინალში ჩვენი ქვეყნის სამმა წარმომადგენელმა იბრძოლა და სამივე დამარცხდა. მსაჯების გადაწყვეტილებით მარიამ თოფურიამ ინგლისელ, მირზა გაჯიევმა ბაჰრეინელ, გიორგი იმერლიშვილმა კი უკრაინელ მეტოქესთან წააგო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი საქართველოს იუნიორებში ლექსო საბანაძემ მოუტანა. ბრინჯაოს პრიზიორები კი გია გატიკაშვილი და რომან ჩოჩიშვილი გახდნენ.
