საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია - ამ თანამდებობაზე ლადო კილასონიას ვიტო კოლელიშვილი შეცვლის, რომელიც მუშაობას პირველი იანვრიდან შეუდგება. კილასონიას ხელმძღვანელობით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი 2023 წლის მსოფლიოს თასზე აჩვენეს, სადაც მერვე ადგილი დაიკავეს. კოლელიშვილი წლების განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 50 შეხვედრაში 5 ლელოა. ახალი მთავარი მწვრთნელი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელსაც თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
