საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებში 195 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, 24 ათასი- პარიზში
პროფკავშირული გაერთიანების განცხადებით კი, 2 ოქტომბრის აქციებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600 ათასამდე ადამიანი იყო გამოსული. პარიზის პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ 4 მანიფესტანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებდნენ.
