ისრაელის მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერების გასაპროტესტებლად ჟენევაში 3 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ფლოტილიის შეჩერებამ საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიწვია. დემონსტრაციები გაიმართა იტალიაში, ესპანეთში, თურქეთში, ბრაზილიასა და კოლუმბიაშიც.
