„ვალდაის“ ფორუმზე პუტინმა ვაშინგტონთან სავაჭრო კავშირებზეც ილაპარაკა
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები რუსეთისგან ურანის შესყიდვას განაგრძობს. მისი თქმით, მოსკოვი ამერიკისთვის სიდიდით მეორე მიმწოდებელია და ამერიკაში ურანის ექსპორტით 6 თვის განმავლობაში 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
