„როიტერსის" ინფორმაცია
ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, უკრაინაში გაგზავნოს შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტები, შესაძლოა ვერ განხორციელდეს, რადგან ამჟამინდელი მარაგები ამერიკის საზღვაო ფლოტისა და სხვა დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი. ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კიევმა შესაძლოა სხვა, უფრო მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტები მიიღოს. უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების შესაძლო მიწოდების თემას გამოეხმაურა კრემლის ლიდერიც. პუტინის თქმით, „ტომაჰავკების“ გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს კი „ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება.“
