კეშ პატელი: ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობის გაძლიერება, რადგან სწორედ აქ რადიკალიზდებიან მკვლელები
ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობის გაძლიერება, რადგან სწორედ აქ რადიკალიზდებიან მკვლელები. ამის შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, სოციალური მედია უკიდურესად უკონტროლოა, რაც განგაშის საფუძველს იძლევა. ამ სისტემური პრობლემის მოგვარებაში „ეფბიაის“ ხელმძღვანელი დახმარებას კონგრესს სთხოვს.
