რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დემარკაციის შედეგად დაზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, განისაზღვრება საზღვრებში მოხვედრილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები. საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.
