განათლების მინისტრმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და სერტიფიკატები გადასცა
მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება.
