მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
