პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიაში გამართულ სამიტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ალენ ბერსესთან, რომელსაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მხრივ. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გამოეხმაურა ალენ ბერსეც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა და ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უპირობოდ უჭერს მხარს.
