დანაშაულიდან გაქცევის მცდელობა
პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წალენჯიხის მერიის თანამშრომელი ემზარ ქარდავა დააკავა. მას სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას და ადამიანის განსაცდელში მიტოვებას ედავებიან. შემთხვევა სოფელ ლიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქარდავა ავტომანქანით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაშია
