ბრძოლა კორუფციასთან
ხელისუფლება კორუფციასთან შეუწყნარებელი იქნება, სახელმწიფო კი შეუვალი. „იმედის“ ეთერში სუსის უფროსის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება და პრევენციაა როგორც ტენდერებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ისე საჯარო მოხელეებისთვის. მამუკა მდინარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ქვეყნის სათავეში მმართველი გუნდი იქნება. ამის დასტური კი, ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგები და კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირებაა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები