კუპრავას ბრალდება წარედგინა
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა - ზვიად კუპრავას ბრალდება წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა, სოციალური ქსელით საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გაავრცელა და არჩევნების დღეს შესასრულებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა, შემდეგ კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
