პრემიერი ევროპულ სამიტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპელი ლიდერების გვერდით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი - ირაკლი კობახიძეს 30-მდე ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია, ასევე შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მონაწილეობდა დისკუსიებში. ყველა პლატფორმაზე გზავნილი იყო ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მზადყოფნა, ევროპაში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა საქართველოს ჩართულობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთიან ევროპულ ძალისხმევაში
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
