ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა, ვლადიმერ ბუკიამ საკუთარი ნამუშევრები გადასცა
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა, ვლადიმერ ბუკიამ საკუთარი ნამუშევრები გადასცა. მხატვრის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობას მხატვრის შვილმა, დიმიტრი ბუკიამ გადასცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო. ეტაპობრივად, მხატვრის 30-მდე ნამუშევარი გადაეცემა ხელოვნების მუზეუმს, რომლის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. ვლადიმერ ბუკიას ნამუშევრები ინახება მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და კერძო კოლექციებში. მხატვარი ამჯერად აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნების ახალ ნამუშევრებზე
