„ჰექსოგენის“ სკანდალურ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში
„ჰექსოგენის“ სკანდალურ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა იმედი LIVE-თან ინტერვიუში. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აირიდა თავიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ასევე ისაუბრა რადიკალური ჯგუფების დაფინანსების სქემაზეც. როგორ ხდება კონკრეტული უნივერსიტეტების და ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს გავლით თანხების შემოდინება. მამუკა მდინარაძემ, ინტერვიუში ილაპარაკა ოპოზიციის მცდელობაზე, მოისყიდონ პოლიციელები, სპეცრაზმელები თუ სამართალდამცავი უწყების სხვა წარმომადგენლები. სუსის ხელმძღვანელის განცხადებით, მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 ათასზე მეტი თანამშრომელია, თუმცა ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ხელს მოაწერს ღალატზე. სუსის უფროსი გამოეხმაურა ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს ხელისუფლება გეგმავს, რომ ჩრდილო კავკასიური წარმოშობის მოქალაქეები გამოიყენოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირონ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესწევს ძალა, კანონის ფარგლებში და მთელი სიმკაცრით პასუხი გასცეს დესტაბილიზაციის ყველანაირ მცდელობას
